iPhone მშვენივრად უზრუნველყოფს თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას, მაგრამ ვერ დაგიცავთ ყველანაირი საფრთხისგან ინტერნეტში. სწორედ ამიტომ გესაჭიროებათ Mozilla VPN, მომსახურება iPhone-ისთვის, რომელიც დაშიფრავს თქვენს მიმოცვლილ მონაცემებს ინტერნეტში და დაფარავს თქვენს ადგილსამყოფელს. ამ სტატიაში ჩვენ აგიხსნით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Mozilla VPN iPhone-ზე, რა უპირატესობებს გთავაზობთ და რითი ედრება სხვა VPN-ებს.
რა არის Mozilla VPN?
Mozilla VPN არის წარმოსახვითი კერძო ქსელის მომსახურება, რომელიც შიფრავს თქვენს მიმოცვლილ მონაცემებს ინტერნეტში და მალავს თქვენს IP-მისამართს ცნობისმოყვარეებისგან.
მრავალი მიზეზი არსებობს, თუ რატომ შეიძლება გსურდეთ გამოიყენოთ Mozilla VPN iPhone-ზე, მაგალითად:
- თქვენი პირადი მონაცემების დაცვა: საჯარო WiFi-ქსელთან მიერთებისას, მაგალითად კაფეში ან აეროპორტში, თქვენ მიერ მიმოცვლილ მონაცემებს შესაძლოა, თვალი ადევნონ ან ჩაეჭრან ჰაკერები თუ სხვა მავნებლები. Mozilla VPN-ის გამოყენებით კი შეგიძლიათ დაშიფროთ თქვენი მონაცემები და არ მისცეთ სხვებს ცხვირის ჩაყოფის საშუალება.
- გვერდების უკეთ მონახულების შესაძლებლობა: Mozilla VPN გთავაზობთ სწრაფ და საიმედო კავშირებს, რომლებიც გააუმჯობესებს გვერდების სიჩქარესა და წარმადობას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Mozilla VPN იმ რეკლამებისა და მეთვალყურეების შესაზღუდად, რომლებიც ანელებს თქვენს მოწყობილობას და ხელყოფს თქვენს პირად მონაცემებს.
რატომ Mozilla VPN?
Mozilla VPN არის VPN-მომსახურება სანდო და ხალხისგან დაფასებული დაწესებულებისგან, რომელიც უკვე ათწლეულებია, რაც იბრძვის ინტერნეტში პირადი მონაცემების დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის. Mozilla-ს შექმნილია აგრეთვე Firefox, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პირადულობის უზრუნველმყოფი ბრაუზერი მსოფლიოში, რომელსაც გვერდში უდგას არამომგებიანი Mozilla Foundation. Mozilla VPN-ის არჩევით, თქვენ მხარს უჭერთ ჩვენს მიზანს, შევინარჩუნოთ ინტერნეტი გახსნილი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.
მზად ხართ გამოცადოთ Mozilla VPN თქვენს iPhone-ზე? ჩამოტვირთეთ დღესვე და ისარგებლეთ 30-დღიანი თანხის დაბრუნების შესაძლებლობით. არავითარი აღრიცხვები, გაუგებრობები, საფრთხეები.