Mozilla VPN

VPN გადმოწერეთ Windows-ზე Mozilla-სგან

შეინარჩუნეთ უსაფრთხოება თქვენს Windows-მოწყობილობაზე VPN-ით

გამოიყენეთ Mozilla VPN

Windows ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული საოპერაციო სისტემაა მსოფლიოში. შედეგად, Windows-მოწყობილობები ხშირი სამიზნეა შემტევებისთვის და შეიძლება მეტად დაუცველი აღმოჩნდეს სათანადო წინდახედულების გარეშე. თქვენი ციფრული ცხოვრების უსაფრთხოებისთვის გამოგადგებათ VPN, რომელიც დაშიფრავს ქსელში თქვენს მოქმედებებს, ამასთანავე სასურველია, პროგრამული უზრუნველყოფაც მუდმივად განახლებული გქონდეთ, მძლავრი და განსხვავებული პაროლები შეადგინოთ და გამოიყენოთ Relay ელფოსტის შესანიღბად.

VPN ქმნის ერთგვარ დაცულ „გვირაბს“ მონაცემების მიმოცვლისთვის თქვენს Windows-კომპიუტერსა და ინტერნეტს შორის, ამასთან ერთად, ნიღბავს თქვენს მდებარეობას ვებსაიტებისთვის, რომელთაც ეწვევით. შედეგად, გარეშე მხარეებსა თუ ქსელის მეთვალყურეებს არ ეძლევათ საშუალება, შეიტყონ თქვენ შესახებ იმაზე მეტი, ვიდრე უნდა იცოდნენ.

რა უპირატესობას იძლევა Mozilla VPN ჩემს Windows-მოწყობილობაზე ჩამოტვირთვისას?

  • თავიდან აგაცილებთ ქსელში თქვენი საქმიანობის აღრიცხვასა და გარეშე მხარეებისა თუ სარეკლამოებისთვის გაზიარებას.
  • თუ დიდი მოცულობის ინტერნეტს მოიხმართ ვიდეოს ან მუსიკის ეთერით გადაცემისას, VPN აგარიდებთ გამტარუნარიანობის შესაძლო შეზღუდვას ან ვარდნას თქვენი მომსახურების მომწოდებლისგან.
  • საშუალება გექნებათ, გამორიცხოთ პროგრამების ნაწილი ქსელის არხების დაყოფის შესაძლებლობით. შედეგად, ზოგიერთი პროგრამა გაივლის VPN-ით და ზოგიერთი დარჩება მის გარეთ.
  • Windows-მოწყობილობით საჯარო დაუცველი WiFi-ქსელში სარგებლობისას მიმოცვლილი მონაცემები ადვილად შეიძლება ხელყონ ქსელის მეთვალყურეებმა, VPN დაგეხმარებათ თქვენი მონაცემების პირადულობის შენარჩუნებაში უსაფრთხოების მძლავრი შრის დამატებით.

Mozilla VPN ზედმეტად არ ტვირთავს Windows-მოწყობილობის მეხსიერებას, არ ანელებს კომპიუტერს და არ ამცირებს ბატარეის სიცოცხლისუნარიანობას.

Mozilla VPN მხარდაჭერილია Windows 10 და Windows 11 სისტემებზე, ამასთან ერთად, მისი დაყენება შეიძლება ერთდროულად ხუთ მოწყობილობამდე. გამოყენების დასაწყებად შეგიძლიათ გამოიწეროთ mozilla.org-იდან და ჩამოტვირთოთ პროგრამა თქვენს Windows-მოწყობილობაზე.