-
არავითარი მოულოდნელობები
მონაცემების გამოყენება და გაზიარება ხდება გამჭვირვალედ და მომხმარებლისთვის სარგებლის მოტანის მიზნით.
-
მართვის სადავეები, მომხმარებლის ხელშია
ვქმნით პროდუქტებს საუკეთესო მიდგომით, რომელიც გულისხმობს მომხმარებლისთვის, საკუთარი მოქმედებების და მონაცემების, თავისი ნება-სურვილით განკარგვის საშუალების მიცემას.
-
შეზღუდული მონაცემები
ვაგროვებთ, მხოლოდ იმას რაც საჭიროა, ვფარავთ ვინაობას, სადაც კი შესაძლებელია და ვშლით მაშინვე, როცა საჭირო აღარაა.
-
გონივრული პარამეტრები
გააზრებულად დაცული წონასწორობა, უსაფრთხოებასა და მომხმარებლის სურვილებს შორის.
-
სიღრმისეული დაცვა
გთავაზობთ მრავალდონიან უსაფრთხოებას, მართვის და სარგებლობის უფლებით, რომლის შედეგიანობაც, საჯაროდაა დამტკიცებული.
პირად მონაცემთა დაცვის საფუძვლები
ეს ხუთი პრინციპი Mozilla-ს ძირითადი დებულებებიდან მომდინარეობს და გაცნობებთ, თუ როგორ:
- ვქმნით ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებებს
- ვიყენებთ მომხმარებელზე შეგროვებულ მონაცემებს
- ვარჩევთ პარტნიორებს და ვთანამშრომლობთ მათთან
- ვაყალიბებთ ჩვენს ზოგად ხედვებს და საქმიანობის მიმართულებებს