აკეთეთ ინტერნეტში, რაც მოგესურვებათ.
Firefox-ბრაუზერი არ გითვალთვალებთ.
სარეკლამო მეთვალყურეები შეზღუდულია. ვებგვერდების მონახულება გაცილებით სწრაფად შეგიძლიათ.
რეკლამები ყურადღების გამფანტავია და ანელებს გვერდების ჩატვირთვას, როცა თვალს ადევნებს თითოეულ თქვენს მოქმედებას ინტერნეტში. Firefox-ბრაუზერი ზღუდავს მეთვალყურეების უმეტესობას ავტომატურად, ასე რომ არ დაგჭირდებათ პარამეტრებში დამატებით ძრომიალი.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/block-mr1.aa105db19b63.jpg)
Firefox ყველასთვისაა
ხელმისაწვდომია 90-ზე მეტ ენაზე, ამასთანავე თავსებადია Windows, Mac და Linux-სისტემებთან, Firefox იმუშავებს ყველაფერზე და ყველგან. შეუფერხებლად სარგებლობისთვის დარწმუნდით, რომ სისტემა განახლებულია.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/everyone.dcedbb8ac2c1.png)
განათავსეთ Firefox ყველა თქვენს მოწყობილობაზე
წაიყოლეთ პირადი მონაცემები ყველგან. Firefox-ბრაუზერები iOS-სა და Android-ზეც მძლავრად იცავს თქვენს ინფორმაციას და უზღუდავს მეთვალყურეებს თქვენი თვალთვალის შესაძლებლობას, სადაც არ უნდა იყოთ.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/devices.837eed3af485.jpg)
გამოიყენეთ ყველაფრისთვის Firefox
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/search.9a8494844596.png)
მოიძიეთ სწრაფად, მოხერხებულად
- ძიება მისამართების ველიდან
- საძიებო სისტემების არჩევა
- ძიების ჭკვიანური შემოთავაზებები
- სანიშნები, ისტორია, ჩანართები შედეგებში
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/highlights.e07971ba2884.png)
აამაღლეთ თქვენი შედეგიანობა
- მუშაობა Google-ის პროდუქტებთან
- ჩაშენებული სურათის გადამღები ეკრანისთვის
- სანიშნების მმართველი
- ბმულების თვითშემოთავაზება
- დასინქრონება მოწყობილობებზე
- კითხვის რეჟიმი
- მართლწერის შემოწმება
- ჩანართების მიმაგრება
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/picture-in-picture.85b50c01d575.png)
უყურეთ, გაუშვით და გააზიარეთ
- ხმისა და ვიდეოს თვითგაშვების არიდება
- ეკრანი-ეკრანში
- შერჩეული მასალები ვებსივრციდან
- ბმულების გაზიარება
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/privacy.6600d165965f.png)
დაიცავით თქვენი პირადულობა
- გარეშე ფუნთუშების შეზღუდვა
- ამოცნობის შეზღუდვა
- კრიპტოგამომმუშავებლის შეზღუდვა
- პირადი თვალიერების რეჟიმი
- დაცვის პირადი ანგარიში
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/passwords.a3e9f3026396.png)
უსაფრთხოდ შეინახეთ მონაცემები
- ცნობები, საიტებიდან ინფორმაციის მიტაცებისას
- პაროლის ჩაშენებული მმართველი
- ისტორიის გასუფთავება
- ველების თვითშევსება
- თვითგანახლებები
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/customize.c7c7ea078776.png)
მოირგეთ თქვენი ბრაუზერი
- თემები
- მუქი რეჟიმი
- გაფართოებების ბიბლიოთეკა
- საძიებო ველის გამართვა
- ახალ ჩანართზე განლაგების შეცვლა
გახადეთ Firefox თქვენებური
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/firefox-new-tab-1000.92fde769e1f5.png)
-
გაფართოებები ნებისმიერი საჭიროებისთვის
უსაფრთხოებისთვის ახალი ამბებისთვის, თამაშებისთვის, – გაფართოებები ყველაფრისთვისაა. დაამატეთ რამდენიც მოგესურვებათ.
-
შეცვალეთ გაფორმება
გადადით ნათელიდან მუქ რეჟიმზე განწყობის ან საჭიროების მიხედვით, ანდაც გამოაცოცხლეთ იერსახე მორგებული თემით (ცისარტყელისფერა ცალრქა ცხენით, თუნდაც).
-
მოირგეთ პარამეტრები
არაა აუცილებელი არსებულს დასჯერდეთ. შეცვალეთ ახალი ჩანართის გვერდი, ძიების ველი, სანიშნები და იმოგზაურეთ ინტერნეტში სასურველი გზებით.
არამომგებიანი ერთობისგან, რომლისათვისაც უპირველესია ხალხი
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/person-mozilla.5fd76ac595b3.jpg)
ურყევი მიზანი 1998 წლიდან
Mozilla-მ შექმნა Firefox, როგორც სწრაფი, მეტად პირადული შემნაცვლებელი Internet Explorer ბრაუზერისა, ახლა უკვე Chrome-ისაც. დღესაც განაგრძობს მიზნისკენ სვლას ჩვენი კომპანია და მოხალისეთა ერთობა, რომ უზრუნველვყოთ თქვენი პირადულობის უწინარესობა.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/person-privacy.02557c8137a2.jpg)
თქვენი პირადულობა უწინარესია
ინტერნეტის ზრდისა და ცვლილებების კვალდაკვალ, Firefox განაგრძობს, თქვენი პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უფლების უზრუნველყოფას — რასაც ვუწოდებთ მონაცემების დაცვის პირობას: ნაკლები აღრიცხვა. უსაფრთხო შენახვა. არავითარი საიდუმლოება. თქვენს მონაცემებს, ვებსივრცეში მოქმედებებს, პირად ცხოვრებას ინტერნეტში იცავს Firefox.
შეინარჩუნეთ ყველა რჩეული შესაძლებლობა — და აღმოაჩინეთ ახალიც.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/goog.27ed69741426.png)
მუშაობა Google-ის პროდუქტებთან
ყველა საჭირო Google-ხელსაწყო (როგორიცაა, მაგალითად Gmail და Docs) შეუფერხებლად იმუშავებს Firefox-ბრაუზერში.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/contain-mr1.c0bad3e399d4.png)
Facebook Container
ჩამოტვირთეთ ეს გაფართოება და არ მისცეთ Facebook-ს (ასევე Instagram-ს) საშუალება, გითვალთვალონ ვებსივრცეში.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/sync.222890d2637e.png)
დასინქრონება მოწყობილობებზე
Firefox ხელმისაწვდომია ყველა თქვენს მოწყობილობაზე; თან წაიყოლეთ თქვენი ჩანართები, ისტორია და სანიშნები. გესაჭიროებათ მხოლოდ ერთი Mozilla-ანგარიში, რომ მყისიერი წვდომა გქონეთ სინქრონიზაციასა და სხვა Mozilla-პროდუქტებთან.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/screenshots-mr1.90adf33aeb13.png)
ეკრანის სურათები
გადაიღეთ მაღალი გაფართოების სურათები ნებისმიერ საიტზე სურათის გადასაღები ხელსაწყოთი, პირდაპირ ბრაუზერშივე
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/etp.7eb15e0dc639.png)
თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვა
Firefox თავისთავად უზღუდავს გარეშე მეთვალყურეების უმეტესობას თქვენი მოქმედებების აღრიცხვისა და გაყიდვის შესაძლებლობას.
![](https://www.mozilla.org/media/img/firefox/new/desktop/ie8/pinp-mr1.fa9b39c141e9.png)
ეკრანი-ეკრანში
გაკვეთილს უყურებთ თუ საყვარელ გუნდს ადევნებთ თვალს, თქვენი ვიდეო მუდამ თქვენთან დარჩება სხვა საქმის კეთების დროსაც.