რას არის მცდარი? რა არის ყალბი?
მცდარი, ყალბი ანუ დეზინფორმაცია – ალბათ აქამდეც ხშირად გსმენიათ ეს ტერმინები და გაინტერესებთ, რა სხვაობაა მათ შორის. მათი ერთმანეთისგან გამორჩევა შესაძლებელია დანიშნულების მიხედვით: მცდარი, არასწორი ცნობები ეწოდება ისეთ ამბებს, რომელთაც შეიძლება, ხალხი შეცდომაში შეიყვანოს. დადასტურებულია, რომ არაზუსტი და ტყუილია, თუმცა არაა განკუთვნილი ვინმეს განგებ შესაცდენად. მეორე მხრივ კი ყალბი ამბები, ანუ დეზინფორმაცია შეთხზული და გავრცელებულია, სწორედ ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის რაღაც მიზნის მისაღწევად.
საბოლო ჯამში, ორივე – მცდარიც და ყალბიც საზიანოა. გარდა იმისა, რომ ხალხი იჯერებს ტყუილს, ცრუ ინფორმაცია საერთაშორისო ეკონომიკასაც ძვირად უჯდება და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ, შედეგიან მმართველობას. ამასთანავე, მეტად რთულია ამგვარი არასწორი ცნობების შეჩერება, ვინაიდან გაცილებით სწრაფად, სიღრმისეულად და ფართოდ ვრცელდება, ვიდრე გადამოწმებული ამბები.
სად გვხვდება ყალბი ამბები?
მცდარ და ყალბ ამბებს შეიძლება ყველგან წააწყდეთ, თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებული და გავლენიანი ინტერნეტშია. ალგორითმები და თვალყურის დევნების საშუალებები კიდევ უფრო ხელს უწყობს მცდარი და ყალბი ცნობების ფართო საზოგადოებამდე მიწოდებას საიტებით, სვეტებით, ფორუმებითა და სოციალური ქსელებით.
ალბათ გსმენიათ თვალთვალის შესახებ, უმეტესად რეკლამებთან დაკავშირებით. თუმცა იგი ასევე მძლავრი იარაღია, როცა საქმე ცრუ ამბების გავრცელებას ეხება. რატომ? ინტერნეტის ან თქვენი სოციალური ქსელით მოწოდებული მასალების თვალიერებისას ზოგიერთ თქვენს ქცევას, მისწრაფებას, კავშირებს და ა. შ. თვალს ადევნებს უამრავი კომპანია ვებსაიტებზე, რომ შეადგინონ დაწვრილებითი დახასიათება თქვენ შესახებ სხვა პირთათვის მისაყიდად, თქვენს ზურგს უკან, თქვენი თანხმობის გარეშე. ეს დახასიათება გამოიყენება უშუალოდ თქვენთვის გამიზნული რეკლამების შემოსათავაზებლად, თუმცა გამოსადეგია ნებისმიერი სხვა მიზნობრივი ცნობების მოსაწოდებლადაც.
როდესაც მიიღებთ შემოთავაზებულ მასალებს ნებისმიერ საიტზე ან სოციალურ ქსელში, უმეტესად ეს ნიშნავს, რომ ალგორითმი გთავაზობთ ინფორმაციას თქვენი დახასიათების საფუძველზე. მართალია, ალგორითმები თანდათან ჭკვიანდება და უმჯობესდება, მაგრამ სამწუხაროდ, მასალის სიზუსტეს მაინც ვერ ამოწმებს. ეს განსაკუთრებულ სიძნელეს ქმნის სოციალურ ქსელში: ამგვარი ქსელები აურაცხელ ინფორმაციას აწვდის მომხმარებლებს ყოველდღიურად და წვდომა აქვს თითქმის შეუზღუდავი ოდენობის მასალასთან, როგორიცაა მომხმარებლების ნაწერები, ახალი ამბების სტატიები, რეკლამები და დაფინანსებული ცნობები. ერთი მხრივ, მომხმარებლის ნაწერებითა და სტატიებით, შეიძლება შემთხვევით გავრცელდეს მცდარი სიახლეები, ხოლო რეკლამები და დაფინანსებული ცნობები კი შესაძლოა განკუთვნილი იყოს საგანგებოდ თქვენზე ზეგავლენის მოსახდენად ყალბი ამბების მეშვეობით, სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შეძლოთ ცრუ ინფორმაციის ამოცნობა.
როგორ აღმოვაჩინოთ მცდარი ამბები ინტერნეტში და შევაჩეროთ მისი გავრცელება
-
გადაამოწმეთ მისამართი და/ან წყარო.
არის სარწმუნო? თუ ზუსტად არ იცით, სცადეთ წყაროსა და მისი სანდოობის შესახებ მოძიება ინტერნეტში.
-
სათაური მეტად გაზვიადებულია?
გადახედეთ ვებსაიტებსა და ახალი ამბების სააგენტოებს, რომელთაც ენდობით და ნახეთ, როგორ გადმოსცემენ მსგავს სიახლეებს. მასალა, რომელიც განკუთვნილია ზეგავლენის მოსახდენად, ხშირად უკიდურესი გადაჭარბებითაა წარმოდგენილი დაუსაბუთებლად და არ იძებნება სიღრმისეული კვლევის ანგარიშებში.
-
მასალა განახლებულია?
მოძველებული ამბები არაა აუცილებელი, მცდარი იყოს, მაგრამ შესაძლოა, უკვე აღარ შეესაბამებოდეს სინამდვილეს.
-
აქვს იმავე ავტორს გამოქვეყნებული სხვა სტატიები და ჩანაწერები, მით უმეტეს, სარწმუნო გამოცემებში?
თუ ამ ავტორის სახელი მხოლოდ საეჭვო საიტებზე იძებნება, სჯობს არ მიაქციოთ ყურადღება მის ნაწერს.
-
ემთხვევა სურათები და წარწერები?
სურათი მეტად მძლავრი საშუალებაა ყალბი ამბების გამიზნულად გავრცელებისთვის. დართულმა წარწერამ შესაძლოა, სრულად დაამახინჯოს მისი აღქმა და საპირისპიროთი შეცვალოს. თუ არ ხართ დარწმუნებული, თავად სურათი მონახეთ საძიებოს მეშვეობით სხვა საიტებზე და შეადარეთ აღწერილობა.
როგორ გეხმარებათ Firefox ყალბი ამბების არიდებაში
Firefox აჩერებს მეთვალყურეებს:
როგორც ზემოთ აღინიშნა, თვალთვალს დიდი ადგილი უკავია ყალბი ამბების გავრცელებაში. Firefox თავისი თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვით ნაგულისხმევად გეხმარებათ, შეზღუდოთ გარეშე მეთვალყურეები სარეკლამოებისა და სხვა კომპანიებისგან ვებსივრცით სარგებლობისას, რაც თავისთავად გიბრუნებთ საკუთარი ინტერნეტმონაცემების სურვილისამებრ განკარგვის შესაძლებლობას.
Firefox გეხმარებათ სოცქსელით მოწოდებული მასალის გაწმენდაში:
სოციალურმა ქსელებმა ბევრი რამ იცის თქვენ შესახებ. ამასთანავე შეუძლია, თვალი გადევნოთ სხვა საიტებზეც გაზიარებისა და მოწონების ღილაკებით, თვალთვალისგან დაცვის მიუხედავად — ანგარიშის არქონის შემთხვევაშიც კი. Facebook Container Firefox-ის მეშვეობით, უზრუნველყოფს, რომ Facebook და Instagram ამას ადვილად ვეღარ ახერხებდეს, რაც თავისმხრივ მკვეთრად ამცირებს ალბათობას, იხილოთ ყალბი რეკლამები და დაფინანსებული მასალები.
-
რატომაა სანდო Firefox?
იმიტომ რომ ჩვენ ხალხს ვაყენებთ ყველაფერზე წინ. ზურგს კი გვიმაგრებს არამომგებიანი დაწესებულება. დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი ინტერნეტისა და მისი მომხმარებლების დაცვაა.
-
თქვენი პირადულობა, სხვადასხვა პროდუქტებით
Firefox-პროდუქტები მუშაობს განსხვავებულად — ვინაიდან, ისინი განკუთვნილია პირველ რიგში, თქვენი პირადულობის დაცვისთვის.