Firefox პირადი ბრაუზერია?
დიახ. Firefox იცავს თქვენს პირადულობას ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა თუნდაც პირადი დათვალიერების რეჟიმი. მისი საშუალებით თქვენი გვერდების ისტორია და პაროლები დარჩება პირადი იმ მოწყობილობებშიც კი, რომლებიც სხვებთან საზიაროა, მაგალითად სახლის კომპიუტერი ან iPad.
Firefox ასევე იცავს თქვენს პირადულობას თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვით და შეზღუდავს მეთვალყურეებს, რომლებიც დაგყვებათ საიტზე და აგროვებს ინფორმაციას თქვენი გვერდების მონახულების შესახებ. იგი ასევე შეიცავს დაცვას მავნე სკრიპტებისა და მავნე პროგრამებისგან.
შენიშვნა: ჩვენ არ ვართ ტექგიგანტი. ჩვენ განსხვავებულად ვსაქმიანობთ. დამოუკიდებლობა (აქციონერების გარეშე) საშუალებას გვაძლევს, მოგებაზე წინ ხალხი დავაყენოთ. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით არ ვყიდით თქვენს მონაცემებზე წვდომას.
რა ინფორმაციას აგროვებს Firefox?
Mozilla (Firefox-ის შემქმნელი) პირადულობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. უდიდესი პასუხისმგებლობით. დადასტურებულია, რომ თითოეული Firefox-ნაწარმი, რომელსაც ვქმნით, ითვალისწინებს პირადი მონაცემების დაცვის ჩვენს პირობას: ნაკლები აღრიცხვა. უსაფრთხოდ შენახვა. არანაირი საიდუმლოება.
გაეცანით Firefox-ის პირადი მონაცემების დაცვის დებულებას ვრცლად. მართლა, გადახედეთ. სათანადო ზომისაა შრიფტიც და ყველაფერი გარკვევით წერია.