აირჩიეთ ფერები Firefox-ში საწვეთური ხელსაწყოთი
არაერთი მიზეზია, რის გამოც შეიძლება გსურდეთ ვებგვერდზე ცალკეული ფერის თექვსმეტობითი კოდის გაგება – შესაძლოა, ვებგვერდებს ქმნიდეთ ან გრაფიკოს-მხატვრად მუშაობდეთ. საწვეთური ხელსაწყო Firefox-ის სამაგიდო ვერსიაში საშუალებას გაძლევთ, ზუსტად დაადგინოთ თექვსმეტობითი კოდები ვებგვერდის ნებისმიერ ფერზე მაჩვენებლის გადატარებით. დაწკაპებისას პირდაპირ აიღებს ამ ფერის მნიშვნელობის ასლს.

საწვეთურს იხილავთ ხელსაწყოების მენიუში „ბრაუზერის ხელსაწყოების“ არეში ან „სხვა ხელსაწყოებში“ Firefox-ის მთავარ მენიუში (Firefox-ის ხელსაწყოთა ზოლის ბოლოში).