სანიშნების მმართველი

სანიშნები არის ბმულები, რომელთაც ინახავთ ბრაუზერში, რომ სწრაფად და მარტივად შეგეძლოთ დაუბრუნდეთ რჩეულ გვერდებს ვებსივრცეში. Firefox აღჭურვილია სანიშნების მოსახერხებელი სამართავით, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ დაალაგოთ, მოძებნოთ, განაახლოთ და დაასინქრონოთ ყველა შენახული ბმული თქვენს თითოეულ მოწყობილობაზე.

დაალაგეთ თქვენი სანიშნები საძიებო საქაღალდეებში

მოაგროვეთ თქვენი სანიშნები საქაღალდეებში და მონიშნეთ დამატებითი მონაცემებით. ასევე შეგიძლიათ დაახარისხოთ სანიშნები სასურველის სწრაფად მოსაძიებლად.

Image of the bookmark manager window in Firefox.

მარტივად გადმოიტანეთ სანიშნები

სანიშნების გადმოსატანად მხარდაჭერილია Chrome, Safari ან Edge და გადმოტანის მეგზურით სწრაფადვე დაამუშავებს Firefox. მხოლოდ დაწკაპეთ სანიშნები > სანიშნების მართვა, შემდეგ კი აირჩიეთ „შემოტანა და მარქაფი“.

Firefox-ის გადმოტანის მეგზურის სარკმლის გამოსახულება, რომელშიც ნაჩვენებია სხვა ბრაუზერიდან მონაცემთა გადმოტანის პარამეტრები.

სანიშნების ხელსაწყოთა ზოლი

მიიღეთ სწრაფი წვდომა თქვენს რჩეულ სანიშნებთან Firefox-ის ზედა მენიუში ან მიამაგრეთ ხელსაწყოთა ზოლზე.

Firefox-ის სურათი, რომელიც აჩვენებს სანიშნეთა კრებულს ხელსაწყოთა ზოლზე, ბრაუზერის ფანჯრის ზედა მხარეს.