მომხმარებლები, რომელთაც 64-ბიტიანი Windows უყენიათ და ჩამოტვირთავენ Firefox-ს, ნაგულისხმევად 64-ბიტიან ვერსიას მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ გექნებათ უკეთ დაცული Firefox, რომელიც უეცრად, მეტად იშვიათად გაითიშება ხოლმე.. რამდენად იშვიათად? ჩვენი კვლევებით, 64-ბიტიანი Firefox უეცარ გათიშვებს ამცირებს 39%-ით 4გბაიტიანი ან მეტი ოპერატიულის მქონე კომპიუტერებზე.
რა განსხვავებაა 32-ბიტიანსა და 64-ბიტიანს შორის?
მთავარი განსხვავება: 64-ბიტიან პროგრამებს, წვდომა აქვს მეტ ოპერატიულ მეხსიერებასთან, რაც ამცირებს უეცარ გათიშვებს 32-ბიტიანთან შედარებით. ამასთანავე, 32-იანიდან 64-ბიტიანზე გადასვლით, უსაფრთხოების შესაძლებლობა სახელწოდებით Address Space Layout Randomization (ASLR) უკეთ მუშაობს შემტევებისგან დაცვისთვის. Linux და macOS-სისტემების მომხმარებლები ნუ იღელვებენ, მათ უკვე შეუძლიათ გამოიყენონ, 64-ბიტზე გათვლილი Firefox.
როგორ გადმოვწერო 64-ბიტიანი Firefox?
თუ გიყენიათ 64-ბიტიანი Windows (იხილეთ, როგორ უნდა გაარკვიოთ), თქვენი Firefox შეიძლება უკვე 64-ბიტიანი იყოს. შეამოწმეთ თქვენი Firefox-ვერსია („Firefox შესახებ” ფანჯარაში) და ვერსიის ნომრის გვერდზე ნახეთ „(32-ბიტიანი)” წერია თუ „(64-ბიტიანი)“:
- თუ წერია „(32-ბიტიანი)“ და თქვენ გიყენიათ Firefox 56.0 ან უფრო ძველი, Firefox-ის ბოლო ვერსიაზე განახლებით, თავისთავად გადავა 64-ბიტიანზე.
- თუ წერია „(32-ბიტიანი)“ და გიყენიათ Firefox 56.0.1 ან უფრო ახალი, მაშინ თქვენი კომპიუტერი ვერ აკმაყოფილებს 64-ბიტიანისთვის საჭირო მეხსიერების მოთხოვნებს (3 გბაიტი ოპერატიული ან მეტი). თქვენ მაინც შეგიძლიათ ხელით დააყენოთ 64-ბიტიანი Firefox სურვილის შემთხვევაში.