Firefox თუ Apple Safari
Safari და Firefox ორივე აღჭურვილია პირადულობისა და უსაფრთხოების კარგი შესაძლებლობებით.
მაგრამ Firefox კიდევ შეიცავს ჩაშენებულ ხელსაწყოებსაც, მათ შორის:
- PDF-ის ჩასწორება პირდაპირ თქვენი Firefox-ბრაუზერის ფანჯარაში – სხვა პროგრამები არ დაგჭირდებათ.
- გვერდის თარგმნა მოწყობილობაშივე და პირადულობის დაცვით.
Firefox გთავაზობთ მორგების საშუალებების ფართო არჩევანს, მენიუსა და ხელსაწყოთა ზოლების ბრაუზერის ფანჯრის სხვადასხვა ადგილას გადატანით. Safari მეტად შეზღუდულია სამუშაო გარსის მორგების შესაძლებლობებით.
ვინაიდან, ჩვენ არ გვიწევს აქციონერთა კმაყოფილებაზე ზრუნვა, შეგვიძლია ყურადღება დავუთმოთ თქვენს კმაყოფილებას და ყოველთვის თქვენი პირადი მონაცემები თუ მოთხოვნილებები დავაყენოთ უპირველეს ადგილას.
გადმოსვლა ადვილია
Firefox-ზე გადასვლა ადვილად და სწრაფად ხერხდება — გადმოიტანეთ თქვენი Safari-ს სანიშნები, პაროლები, ისტორია თუ სხვა პარამეტრები ერთი დაწკაპებით და მყისვე შეძლებთ გამოიყენოთ Firefox. იხილეთ, როგორ გადმოიტანოთ Safari-ს მონაცემები.