Firefox თუ Opera
Firefox პირადულობის ნაგულისხმევი პარამეტრებით მეტად მძლავრია, ვიდრე Opera – და ჩვენ დამატებითი შესაძლებლობებიც გვაქვს, ვებსაიტებს თქვენი თვალთვალის საშუალება რომ არ მივცეთ, თუნდაც მომხმარებლის ამოცნობის არიდებით.
Firefox კიდევ შეიცავს ჩაშენებულ ხელსაწყოებსაც, მათ შორის:
- PDF-ის ჩასწორება პირდაპირ თქვენი Firefox-ბრაუზერის ფანჯარაში – სხვა პროგრამები არ დაგჭირდებათ.
- გვერდის თარგმნა მოწყობილობაშივე და პირადულობის დაცვით.
Firefox გთავაზობთ მორგების საშუალებების ფართო არჩევანს, მენიუსა და ხელსაწყოთა ზოლების ბრაუზერის ფანჯრის სხვადასხვა ადგილას გადატანით. Opera მეტად შეზღუდულია სამუშაო გარსის მორგების შესაძლებლობებით.
ვინაიდან, ჩვენ არ გვიწევს აქციონერთა კმაყოფილებაზე ზრუნვა, შეგვიძლია ყურადღება დავუთმოთ თქვენს კმაყოფილებას და ყოველთვის თქვენი პირადი მონაცემები თუ მოთხოვნილებები დავაყენოთ უპირველეს ადგილას.
გადმოსვლა ადვილია
Firefox-ზე გადასვლა ადვილად და სწრაფად ხერხდება — გადმოიტანეთ თქვენი Opera-ს სანიშნები, პაროლები, ისტორია თუ სხვა პარამეტრები ერთი დაწკაპებით და მყისვე შეძლებთ გამოიყენოთ Firefox. იხილეთ, როგორ ისარგებლოთ გადმოტანის ღილაკით ადვილად გადმოსვლისთვის.