Firefox თუ Microsoft Edge

Firefox პირადულობის დაცვას იოლსა და მოსახერხებელს ხდის, ზედმეტად რომ არ იღელვოთ.

ჩვენ ნაგულისხმევად ვზღუდავთ მეთვალყურეებს. Edge - არა.

ჩვენ ასევე გთავაზობთ იოლად გამოსაყენებელ შესაძლებლობებს, მათ შორის:

ამასთანავე, ჩვენ გიადვილებთ არჩევანის შესაძლებლობას, რომელი საძიებო გსურთ გამოიყენოთ. Edge გაიძულებთ კარგად გაჩხრიკოთ პარამეტრები, რომ გაარკვიოთ, როგორ ჩაანაცვლოთ სხვა საძიებოთი თანმომყოლი Bing.

Microsoft ზრუნავს თავისი აქციონერების კმაყოფილებაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ძალისხმევა მივმაროთ მხოლოდ თქვენს კმაყოფილებაზე და უპირველეს ადგილას დავაყენოთ თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოება.

გადმოსვლა ადვილია

Firefox-ზე გადასვლა ადვილად და სწრაფად ხერხდება — გადმოიტანეთ თქვენი Edge-ის სანიშნები, პაროლები, ისტორია თუ სხვა პარამეტრები ერთი დაწკაპებით და მყისვე შეძლებთ გამოიყენოთ Firefox. იხილეთ, როგორ ისარგებლოთ გადმოტანის ღილაკით ადვილად გადმოსვლისთვის.