Firefox თუ Google Chrome

Firefox პირადულობის ნაგულისხმევი პარამეტრებით მეტად მძლავრია, ვიდრე Chrome – და ჩვენ დამატებითი შესაძლებლობებიც გვაქვს, ვებსაიტებს თქვენი თვალთვალის საშუალება რომ არ მივცეთ, თუნდაც მომხმარებლის ამოცნობის არიდებითა და, ამასთანავე, სურვილისამებრ შერჩეული რეკლამის შემზღუდავი დამატებების თანხლებით.

ჩვენ ნაგულისხმევად ვზღუდავთ მეთვალყურეებს. Chrome კი – არა.

სინამდვილეში, Chrome ნაგულისხმევად თვალს ადევნებს, რომელ საიტებს ეწვევით და რას საქმიანობთ, რომ შეძლოს „სარეკლამო თემების“ დადგენა და თქვენთვის გამიზნული რეკლამების ჩვენება. შეგიძლიათ სამი მათგანი შეზღუდოთ, სხვა სარეკლამო თემების დადგენის საშუალებას კი ვერ აღკვეთთ. წყარო

Chrome სხვა საიტებსაც აძლევს საშუალებას, შეაგროვონ თქვენ შესახებ მონაცემები რეკლამების შემოთავაზებისთვის. შეგიძლიათ შეზღუდოთ ცალკეული საიტებისგან რეკლამის შემოთავაზება, მაგრამ ვერ აირიდებთ მონაცემების შეგროვებასა და სხვა საიტებისგან შემოთავაზებებს. წყარო

Google მართავს მსოფლიოში უდიდეს სარეკლამო ქსელს და Chrome ამის ნაწილია.

ვინაიდან, ჩვენ არ გვიწევს აქციონერთა კმაყოფილებაზე ზრუნვა, შეგვიძლია ყურადღება დავუთმოთ თქვენს კმაყოფილებას და ყოველთვის თქვენი პირადი მონაცემები თუ მოთხოვნილებები დავაყენოთ უპირველეს ადგილას.

გადმოსვლა ადვილია

Firefox-ზე გადასვლა ადვილად და სწრაფად ხერხდება — გადმოიტანეთ თქვენი Chrome-ის სანიშნები, პაროლები, ისტორია თუ სხვა პარამეტრები ერთი დაწკაპებით და მყისვე შეძლებთ გამოიყენოთ Firefox. იხილეთ, როგორ გადაერთოთ Chrome-იდან Firefox-ზე.