მოგესალმებათ Mozilla
სანდო ტექნოლოგიებით დაწყებული, ხალხის ციფრული უფლებების უზრუნველმყოფი დებულებებით გაგრძელებული, ჩვენთვის უწინარესი თქვენ ხართ და იქნებით — მუდამ.
კვლავ შეიყვარეთ ინტერნეტი
გათავისუფლდით ტექგიგანტებისგან — ჩვენი პროდუქტები მოგცემთ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პირადულობის დაცვით გამოყენების შესაძლებლობებს.
- Firefox სანიმუშო საშუალება გვერდების მოსანახულებლად სიჩქარით, პირადულობითა და მართვის შესაძლებლობებით.
- Thunderbird გაიიოლეთ საქმე თქვენი ყველა ელფოსტის, კალენდრისა თუ სატელეფონო წიგნაკის ერთად თავმოყრით.
- Fakespot გამოავლინეთ ყალბი მიმოხილვები, ხარვეზიანი ნაწარმი და არასანდო გამყიდველები.
- Pocket გადაინახეთ ინტერნეტში ნაპოვნი საუკეთესო მასალები ნებისმიერ მოწყობილობაზე — თორემ ვის აქვს დრო, ყველაფერი მაშინვე გაეცნოს?
- Mozilla VPN დატოვეთ თქვენი ადგილსამყოფელი და ინტერნეტთავგადასავლები პირადი — გაუშვით პირდაპირი ეთერები ისე, თითქოს იქაური იყოთ, ნებისმიერი ადგილიდან.
- Mozilla Monitor გამოიჩინეთ წინდახედულება, თუ თქვენს პირად ინფორმაციას საფრთხე დაემუქრება და აღკვეთეთ წვდომა, როგორც გამოცდილმა.
- Firefox Relay შენიღბეთ თქვენი ელფოსტა და ტელეფონის ნომერი, რომ მხოლოდ სასურველი შეტყობინები მიიღოთ.
დაეხმარეთ შემოწირულობით Mozilla-ს, არამომგებიან დაწესებულებას
Mozilla ქმნის მოძრაობას ინტერნეტის დასაბრუნებლად. ერთად ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ მომავალი, სადაც ჩვენი პირადულობა იქნება დაცული, ხელოვნური ინტელექტი კი სანდო, ხოლო არაკეთილსინდისიერ ტექკომპანიებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთად დგომით მიიღწევა.
ჩვენ ვართ არამომგებიანი და ვამაყობთ ამით. გსურთ დღესვე დაეხმაროთ შემოწირულბოით Mozilla?
![](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/donate-1450.35972e7600d7.jpg)
შემოუერთდით მოძრაობას:
AI ხალხისთვის
ჩვენი მიზანია, გავუადვილოთ ხალხს შემუშავება და თანამშრომლობა ღია წყაროს მქონე და სანდო AI-საშუალებების შექმნისთვის.
Common Voice
![](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/ai-gallery/voice-mobile-720.9eb39c7d18a1.jpg)
შემოგვწირეთ თქვენი ხმა, რომ სამეტყველო ტექნოლოგიები გახდეს მეტად საყოველთაო და ხელმისაწვდომი.
მოგვაწოდეთ თქვენი ხმის ჩანაწერები
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი იყოს სანდო?
![მარკ სურმანი, Mozilla-ს ხელმძღვანელი.](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/ai-gallery/trustworthy-mobile-720.4e1cd1d6b0a2.jpg)
სამყაროში, სადაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სიახლეების დანერგვა ვიწრო ჯგუფის ხელშია, ერთპიროვნული ზედამხედველობის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ღია წყაროს ცნებებს თუ დაუახლოვდება AI, მაშინ შესაძლებელი გახდება ამ ყველაფრის შეცვლა.
უყურეთ ახლავე
Lumigator
![Lumigator-ლოგო.](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/ai-gallery/lumigator-mobile-720.5f2df6827690.jpg)
მონახეთ თქვენი საჭიროებებისთვის შესაფერისი LLM გამოყენების პირობებითა და მონაცემებით.
დაიწყეთ
Mozilla Ventures
![სცენაზე გამოსული მოსაუბრე ფონზე მრავალი პროდუქტის ლოგოთი.](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/ai-gallery/ventures-mobile-720.0e636a424d6e.jpg)
წამოწყება გაქვთ, რომელიც ადრეულ საფეხურზეა? წარადგინეთ თქვენი კომპანია დაMozilla Ventures უზრუნველყოფს დაფინანსებას, მომავლისა და ხელოვნური ინტელექტის დადებითი კუთხით განვითარებისთვის.
ვრცლად
Llamafile
![Llamafile-ლოგო.](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/ai-gallery/llamafile-mobile-720.6edf93f3f119.jpg)
გაუშვით ენის დიდი მოდელები (LLM) იოლად თქვენს კომპიუტერში Llamafile-ის მეშვეობით —არაფრის დაყენება არაა საჭირო, თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ დარჩება თქვენსავე მოწყობილობაზე.
დაიწყეთ
Mozilla Builders
![Builders](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/ai-gallery/builders-mobile-720.7e78f84a25ad.jpg)
Mozilla Builders ეხმარება დამოუკიდებელ შემმუშავებლებს, შექმნან ტრანსფორმაციული ღია წყაროს მქონე AI პროექტები, საკუთარი თანამშრომლობის, პროგრამირებისა და ერთობის მეშვეობით.
ვრცლად
თქვენ, ხელოვნური ინტელექტი და ინტერნეტი – რა ხდება სინამდვილეში?
-
სახეობასაკითხიშესავალი
-
სტატიაპირადულობა და უსაფრთხოებაგაიცანით Anonym: პირადულობის უზრუნველმყოფი ციფრული რეკლამა ახალ დონეზე.
-
სტატიახელოვნური ინტელექტიშემოქმედებითი (GenAI) ხელოვნური ინტელექტის საშუალებების უსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობაა.
-
ჩანაწერიხელოვნური ინტელექტიჰოლივუდიდან დაწყებული ჰიპ-ჰოპით დამთავრებული, ხელოვანები მოლაპარაკებებს აწარმოებენ AI-ს გამოყენების ნებართვის შესახებ.
-
ვიდეოახალი ამბებიMozilla აღნიშნავს ახალ შემქმნელებს დოკუმენტური ფილმების ახალ სერიებში „Firefox-ის საჩუქრები“.
-
ჩანაწერიხელოვნური ინტელექტიდიდი ტექნიკის ძალაუფლება ენაზე, ნიშნავს ძალაუფლებას ხალხზე. ბრიჯიტ ტოდი ესაუბრება ენის ერთობის ხელმძღვანელებს, გზას უხსნის ხმოვანი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას საკუთარ ენებსა და დიალექტებზე.
-
ჩანაწერიხელოვნური ინტელექტირატომ გვეჩვენება ასე ხშირად, თითქოს ხელოვნური ინტელექტის მასობრივი ექსპერიმენტის მონაწილენი? როგორია ახალი ტექნოლოგიების გამოცდის საპასუხისმგებლო გზა? ბრიჯიტ ტოდი იკვლევს, თუ რას ნიშნავს ცხოვრება დაუმოწმებელი AI სისტემებით, რომლებიც გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
-
სტატიაპირადულობა და უსაფრთხოებაბავშვები იზრდებიან ძალიან ინტერნეტსამყაროში. რისი გაკეთებაა შეწუხებული მშობელი?
რა ვითარებაშია Mozilla
Mozilla ხელახლა იგონებს საკუთარ თავს, მრავალრიცხოვანი დაწესებულებების ირგვლივ გამრავალფეროვნებით, ახლებურად წარმოსახავს რეკლამებს და ქმნის ღია წყაროს მქონე ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას. იხილეთ ამის შესახებ Mozilla-ს 2024 წლის მოხსენებაში.
2024
გამოიკვლიეთ საკითხები, რომლებიც აყალიბებს ინტერნეტის მომავალს
*არ შეიცავს პირადულობას
![გონიერი მოწყობილობები გაფრთხილების ნიშნით.](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/issues/pni-720.b525e8f0d002.jpg)
მოიძიეთ ჩვენი მიმოხილვები და იხილეთ, რომელი მოწყობილობები ხელყოფენ თქვენს მონაცემებს უჩუმრად და შეუმჩნევლად.
ახლავე მოძიება
IRL-პოდკასტი
![ბრიჯიტ ტოდი, IRL-პოდკასტის წამყვანი.](https://www.mozilla.org/media/img/home/2024/issues/irl-720.113c6f42ddf9.jpg)
ჩვენი მრავალ ჯილდოს მფლობელი პოდკასტი წარმოადგენს ცვლილების შემქმნელებს, რომლებიც მუშაობენ ინტერნეტის უსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტისა და ხელოვნური ინტელექტის საიმედოობის გასაუმჯობესებლად.
მოუსმინეთ ახლავე